კანცელარიის წინ შადრევნის წყლის აკრილის საღებავით შეღებვისთვის, "დროას" აქტივისტები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
"პარტია "ელენე ხოშტარია-დროას" წევრები ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, კანცელარიის წინ შადრევნის წყლის აკრილის საღებავით შეღებვისთვის, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს. ისინი ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდნენ. დროას წევრებს ამის შესახებ დღეს, რამდენიმე წუთის წინ აცნობეს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.