თბილისში, მეტრო 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანას კოვიდპაციენტი გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პაციენტი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
თვითმხილველების თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც სასწრაფოს მანქანა ამოტრიალდა.
ფოტო: მთავარი არხი