დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებები არ მოუსმენია და ვერც შეაფასებს.
რაც შეეხება მიკროფინანსურ სესხს, საკითხზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამისთვის მიმართავენ.
„პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია. სესხს რაც შეეხება, ამ ეტაპზე არ არის სესხის აღების აუცილებლობა, თუ იქნება აუცილებლობა, მივმართავთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს თავის სახელი აქვს. დახმარება არა, სესხი. არ ვიცი ახლა, ვისთვის დახმარებაა, ვისთვის სესხია. ჩემთვის სესხია. რა მნიშვნელობა აქვს, გინდა ამერიკის... ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერს აქვს თავისი სახელი - სესხს სესხი ჰქვია, დახმარებას დახმარება. სესხი შინაარსობრივად ნიშნავს სხვა რამეს, დახმარება სხვა რამეს. თუ სესხის მიღების აუცილებლობა გვექნება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს ამაზე", - თქვა კალაძემ. “, – განაცხადა კახა კალაძე.