საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 15.3%-ი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 259 391 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 822 297 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.8%. სრულად ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15.3%. 2 სექტემბერს აიცრა 23 518 ადამიანი.