სოხუმის კლინიკურ საავადმყოფოში მომხდარი ხანძრის გამო, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გაუფრთხილებლობით ხანძრის გაჩენისა და ამის გამო ადამიანების გარდაცვალების მუხლით აღძრული საქმის საქმის გამოძიება აფხაზეთის ე. წ. გენერალურმა პროკურორმა საფარბეი მიკანბამ პირად კონტროლზე აიყვანა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის კლინიკურ საავადმყოფოში მომხდარი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა: 1930 წელს დაბადებული ტყვარჩელის მცხოვრები ვლადიმერ სიმონენკო, მისი მეუღლე, 1937 დაბადებული ტამარა სიმონენკო და საავადმყოფოს სანიტარი, 1950 წელს დაბადებული, სოხუმის მცხოვრები ნატალია ჩერნოვა.