ე. წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"როგორც არ უნდა ეცადოს სააკაშვილი და რა განცხადებებიც არ უნდა აკეთოს, ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა და გაგება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მხრიდან და არა მხოლოდ ლათინური ამერიკის ან აფრიკის მხრიდან", _ აცხადებს კოკოითი.
ამას გარდა, ოს სეპარატისტთა ლიდერმა უკმაყოფილება გამოხატა ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მუშაობის გამო და მათ ამ საქმეში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
"სამუშაო უფრო ეფექტური გახდება კიდეც თუკი ძალისხმევას გავაერთიანებთ. ყველა თავის საქმეს გააკეთებს და სიძნელეებს არ შეუშინდება", _ განაცხადა კოკოითიმ.