სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ოთხი ახალი კომპონენტი ამოქმედდა:
სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"
პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.
პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:
ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.
იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.
პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზე - მათ შეეძლებათ მე-4 და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში ხელმეორედ ისარგებლონ პროგრამით და შესაბამისად, შეძლონ ახალი, მაქსიმუმ 200 000 ლარიანი სესხის აღება.
ბიზნეს უნივერსალი
პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოვების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საშუალებით.
ზემოხსენებული პროგრამა თავის მხრივ მოიცავს ლიზინგის, სესხის და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.
პროგრამის ფარგლებში სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.
ბიზნეს ექსპორტი
პროგრამის მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოვება-გადაიარაღებით, მეწარმე სუბიექტის ხელშეწყობით და იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლებით;
ზემოხსენებული პროგრამა თავის მხრივ მოიცავს ლიზინგის, სესხის და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.
პროგრამაში მოცემულია ის ეკონომიკური საქმიანობები (და ასევე აგრო/ეკო ტურიზმის მიმართულებაც) რომელთა ფარგლებში სესხის გაცემის შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც, რომლის ფარგლებშიც გრანტის მოცულობაა დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის 15%, არაუმეტეს 500 000₾.
სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000₾, ხოლო მაქსიმალური 10 000 000₾. აღსანიშნავია, რომ სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.
აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება
პროგრამის მიზანია საქართველოში აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
აგრო-ტურისტული ობიექტებად განისაზღვრა ფერმერული მეურნეობა, რომელიც განკუთვნილია ტურისტის მისაღებად და საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით სტუმარს სთავაზობს ჩამოთვლითანგან მინიმუმ ერთ მომსახურებას: კვებითი მომსახურება; განთავსება; საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული აქტივობები.
ხოლო ეკო-ტურისტული ობიექტებად განისაზღვრა ტურისტული ობიექტი, რომელიც გარემოზე ზეგავლენის მინიმალიზაციით და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებით სტუმარს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიც არის: რეგიონისთვის სახასიათო საცხოვრებელი არქიტექტურის განთავსება (10 ნომრამდე); საოჯახო ტიპის ეთნო-გასტრონომიული კვების ობიექტი, სადეგუსტაციო და დამხმარე ინფრასტრუქტურით; ტრადიციული რეწვის საგანმანათლებლო სახელოსნო; რამოტორიზებული ტიპის გადაადგილების საშუალების გაქირავების სერვისი.
მოცემული პროგრამის ბენეფიციარებს ტურიზმის ეროვნული სააგენტო გაუწევს მარკეტინგულს მხარდაჭერას, კერძოდ მათ ეძლევათ საშუალება გაიარონ ადგილობრივი და საერთაშორისო ინფო-ტური; მიიღონ ხელშეწყობა პერსონალის გადამზადებაში; დაუფინანსდეთ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა.
ზემოხსენებული პროგრამა თავის მხრივ მოიცავს ლიზინგის, სესხის და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.
პროგრამაში მოცემულია ის ეკონომიკური საქმიანობები (და ასევე აგრო/ეკო ტურიზმის მიმართულებაც) რომელთა ფარგლებში სესხის გაცემის შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც, რომლის ფარგლებშიც გრანტის მოცულობაა დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის 15%, არაუმეტეს 500 000₾.
სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000₾, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებების შესაძენად
ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.