31 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1107 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1170 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.63 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6806 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6768 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.38 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3744 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.2841 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 სექტემბერიდან შევა ძალაში.