არავითარი ანტირუსული განწყობილებები სამხრეთ ოსეთში არ იქნება. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ გააკეთა. მისი თქმით, ნებისმიერი დასმული კითხვა ამ მიმართულებით ეს პროვოკაციაა ე. წ. რესპუბლიკის ხალხის წინააღმდეგ.
"რუსეთი იყო და არის კიდეც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. რუსეთი ეს არის ის სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ ვალში ვართ, იმის გამო, რომ დღეს გვაქვს საშუალება ვიცხოვროთ ამ მიწაზე", _ განაცხადა კოკოითმა.
მისი თქმით, ყველამ კარგად უნდაა გააცნობიეროს, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ზოგი პოლიტიკოსი ან პოლიტოლოგი, რომელიც სააკაშვილზე უკეთეს განცხადებებს როდი აკეთებს.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ურთიერთობა რუსეთთან, მაქსიმალურად მოვახდინოთ მასთან ინტეგრირება, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. ასევე უნდა გავამყაროთ ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტი, ამაში კი რუსეთის ფედერაცია აქტიურად გვეხმარება", _ განაცხადა კოკოითიმ.