30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1170 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1248 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.78 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6768 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6738 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.3721 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2874 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 31 აგვისტოდან შევა ძალაში.