საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მძიმე და ამ ეტაპზე, დაწესებული შეზღუდვების მოხნის საფუძველი არ არსებობს.
თამარ გაბუნიას თქმით, აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან, ამაზე საკოორდინაციო საბჭომ უნდა იმსჯელოს.
მისივე განცხადებით, ვითარება საკმაოდ რთულია, კლინიკები გადატვირთულია და ყველა რეგულაცია, რომელიც ძალაშია მაქსიმალური სიმკაცრით უნდა აღსრულდეს.
"არანაირი შემსუბუქების საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია არის საკმაოდ რთული, კლინიკები გადატვირთულია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია მაქსიმალური სიმკაცრით უნდა აღსრულდეს. რაც შეეხება ტრანსპორტის აღდგენას, ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით, საბჭო ისევ იმსჯელებს, მაგრამ დღეს, დღევანდელი მდგომარეობით, შეზღუდვები, ის, რაც გვაქვს, ყოველ შემთხვევაში დაანონსებული როგორც არის, ისე გაგრძელდება. საბჭო იქნება და გადაწყვეტილებას გაგაცნობთ", - თქვა გაბუნიამ.