"მივმართავ მოსახლეობას, მომავალ წლებში აუცილებლად გამოიყენონ დაზღვევის ის პროდუქტი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს", - ასეთია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიმართვა ფერმერებისადმი.
ლევან დავითაშვილის თქმით, ეს არის მნიშვნელოვნად გაიაფებული სერვისი.
"ჩვენ გვქონდა უშუალო შეხვედრები ფერმერებთან და ყველა აღიარებდა, რომ სამწუხაროდ, მათ წელს არ გამოიყენეს დაზღვევა, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის პროცენტი მზარდია. ამ დაზიანებული ფართობიდან, შემიძლია გითხრათ, რომ 1 200 ჰექტრამდე დაზღვეულია და ის დაზღვეული მევენახეები მიიღებენ სრულ ანაზღაურებას. რა თქმა უნდა, ისინი უპირატეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ გვესმის, რომ ესეც არის მაგალითი იმისა, რომ დაზღვევა არის აუცილებელი საჭიროება სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისას, რომ ჩვენ ეს პრობლემები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, ავირიდოთ მომავალში“, – განაცხადა დავითაშვილმა.