„დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 5 000 ჰექტარია დაზიანებული კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ეს არის ძირითადად თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ლევან დავითაშვილის თქმით, არის სოფლები, სადაც დაზიანება არის 100%-მდე, თუმცა არის რაიონები, სადაც 30%-დან 40%-მდე ზარალია.
"დეტალურად მოხდა შეფასება, ძირითადად ამ 5 000 ჰექტრიდან დაზიანებულია ვენახები, შესაბამისად, ძირითადი დაზიანება შეეხო მევენახე ფერმერებს. მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებთან მომხდარიყო კომუნიკაცია, რომ მათ მიერ მოწეული პროდუქცია, მიუხედავად დაზიანების სხვადასხვა ხარისხისა, ჩაბარდება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.