დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის განმავლობაში განხორციელდება დაკვირვება ეპიდსიტუაციაზე და შემდგომ გახდება ცნობილი, თუ რა რეგულაციებია საჭირო. ამის შესახებ გამყრელიძემ "პირველ არხს" განუცხადა.
გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკუთარ რეკომენდაციას დაკვირვების შემდეგ გასცემს.
"რეგულაციების გარეშე ცხოვრება ვერ იქნება. გააჩნია, რა ზომის და როგორი რეგულაციები გვექნება. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავის რეკომენდაციებს შემდგომ გააჟღერებს", - განაცხადა გამყრელიძემ.