ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულმა რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.
სააგენტო "რესის" ინფორმაციით, რუსმა სასაზღვრო ოფიცრებმა სოფელ პატარაიას მკვიდრი 9 ნოემბერს, დღისით დააკავა, რომელსაც "არანაირი დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდა".
თავად დაკავებულის განცხადებით, ის ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ პატარაიაში ცხოვრობს და ე.წ. საზღვარი უნებურად გადაკვეთა.
დაკავებული ცხინვალის რეგიონში დაკითხვაზეა გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო "რეს"-მა დილით კიდევ ორი ქართველის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. გიორგი ელბაქიძესა და ნიკოლოზ რაზმაზესაც სეპარატისტები საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.