უახლოეს მომავალში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა აღიარებს. არის ძალიან ბევრ კარგი სიგნალები. მაგალითად უკვე მივიღეთ ძალიან კარგი წერილი ახალი ზელანდიიდან. აცხადებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" პერსპექტივებზე საუბრისას.
"ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ მიმართულ მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკური მუშაობისა. მუშაობა მიმდინარეობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან და კარგი სიგნალებიც გვაქვს - უკვე მივიღეთ კარგი წერილი ახალი ზელანდიიდან", _ აცხადებს ჯიოევი და აღნიშნავს, რომ ოსი სეპარატისტები მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებთან ჯერ ადამიანურ დონეზე კულტურულ ურთიერთობებს ავითარებენ.
"მიმაჩნია, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა აღიარებს", _ აცხადებს ჯიოევი და აღნიშნავს, რომ ამასთან ერთად მსოფლიოში არის ძალები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან. ამ ქვეყნებს შორის ჯიოევი პირველს აშშ-ს ასახელებს და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აცხადებს, რომ აშშ-ს პოზიცია, რომელიც არის მოწოდება მსოფლიო ქვეყნებისადმი არ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ოსი და აფხაზი ხალხის დემოკრატიულ უფლებებს არღვევს.