იაპონიის ქალაქმა კიოტომ აიკიდოს მერვე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც ამავდროულად მსოფლიო ჩემპიონატად იწოდება. ჩემპიონატზე მონაწილეობა მსოფლიოს 34 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენმა მიიღო. საქართველოს სახელით ტურნირზე აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტმა - ვახტანგ სიხარულიძემ, ასევე ალექსანდრე ხეროდინაშვილმა და ლაშა როსტომაშვილმა იასპარეზეს და წარმატებასაც მიაღწიეს.
ვახტანგ სიხარულიძემ და ლაშა როსტომაშვილმა სახეობა კატაში მესამე ადგილის დაკავება შეძლეს. შეჯიბრი ჩატარდა შერეულ გუნდურ სახეობაშიც, სადაც ვახტანგ სიხარულიძის თაოსნობით ჩამოყალიბებულმა საერთაშორისო ნაკრებმა (თავად სიხარულიძის განმარტებით, ვინაიდან გუნდი უნდა შედგებოდეს 7 სპორტსმენისგან, ხოლო ქართველები მხოლოდ სამნი იყვნენ, საქართველოს დაემატნენ ბრაზილიისა და ბელგიის წარმომადგენლები) და მესამე ადგილის მოპოვება შეძლო.
ვახტანგ სიხარულიძე (აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტი): "უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ მედლების რაოდენობით საქართველო, მესამე პოზოცოა დაიკავა პირველი იაპონიისა და ბრიტანეთის შემდეგ, ხოლო ისეთი ნაკრებები რომლებსაც ბევრი მონაწილე ჰყავდა, მედლების გარეშე დარჩნენ. მაგალითად რუსეთი (მე-20), ესპანეთი (18), ჰოლანდია (17), აშშ (22), ავსტრალია (16).
მსოფლიო ჩემპიონატზე ეს ჩვენი მესამე მონაწილეობა იყო და ესეთ შედეგისთვის მანამდე არ მიგვიღწევია. ორგანიზატორებიც და სხვა მონაწილეებიც გაოგნებულები იყვნენ ქართველთა გამოსვლით.
შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი 2 წლის შემდეგ სავარაუდოდ ბრიტანეთში გაიმართება და იმედია ჩვენი ნაკრები უფრო დიდი შემადგენლობით გაემგზავრება. ხოლო ამჟამად დავიწყებთ მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც მომავალ წელს გაიმართება და იმედია შარშანდელივით ევროპის ჩემპიონები დავბრუნდებით".