15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა.
ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებული ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა. ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების მიცემის იძულებ ედებოდა ბრალად.
2019 წლის 11 დეკემბერს ლუკა სირაძემ, გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა. 2019 წლის 17 დეკემბერს ლუკა სირაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მარიანა ჩოლოიანი 2020 წლის 7 სექტემბერს სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.