15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად.
2019 წლის 11 დეკემბერს ლუკა სირაძემ, გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა. 2019 წლის 17 დეკემბერს ლუკა სირაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში ჩვენების იძულებით მიცემა, რაც გულისხმობს სასჯელს 2-დან 5 წლამდე ვადით.