მართალია, მონეტარული პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდში აქტივობას დროებით ანელებს, თუმცა ეს ნაბიჯი აუცილებელია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძის განმარტებით, ბალანსის დაჭერა არის საჭირო. მისივე თქმით, სებ-მა უნდა მიიღოს დაბალანსებული გადაწყვეტილება და უნდა მისცეს სიგნალი საზოგადოებას, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, რომ ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად შემცირდება.
„მე თავად მითქვამს, რომ ბალანსის დაჭერა არის საჭირო, რადგან თუ მოხდა მონეტარული პოლიტიკის ძალიან გამკაცრება, ეს გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო თუ არ მოხდა საჭირო ზომების მიღება, ამ შემთხვევაში უკვე ინფლაცია იქნება მაღალი, რაც არ არის სასურველი გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის.
მართალია, მონეტარული პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდში აქტივობას დროებით ანელებს, თუმცა ეს ნაბიჯი აუცილებელია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეროვნული ბანკი ორივე მხარემ შეიძლება გააკრიტიკოს. იმ შემთხვევაში თუ ინფლაცია უფრო მაღალი იქნა, რატომ არ მოხდა გამკაცრება და იმის გამო, თუ გამკაცრება მოხდა და ამის გამო ზრდა შედარებით შენელდა, რატომ გაზარდა საპროცენტო განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.