აფხაზი სეპარატისტების მტკიცებით, ზუსტად ერთი თვის წინ აფხაზეთის ტერიტორიიდან გაუჩინარებული გარი ჯოპუა აფხაზეთში გამოჩნდა. აფხაზური მხარე მის გატაცებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა. მათივე ინფორმაციით, ჯოპუა სოფელ ნაბაკევის სიახლოვეს, უცნობმა პირებმა ენგურზე გადაიყვანეს და გაუშვეს.
"იგი რუს მესაზღვრეებამდე თვალახვეული მიიყვანეს, შემდეგ თვალები გაუხსნეს და გაუშვეს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ გარი ჯოპუა ამჟამად "ზომბირებულ" მდგომარეობაშია და პრაქტიკულად ვერ ცნობს ნათესავებს. ჯოპუა აფხაზეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და გამოკვლევებს გადის. აფხაზური მხრიდან გამოთქმულია ვარაუდი იმის შესახებ, რომ "ქართულ მხარეს, სადაც ჯოპუა ამდენი ხანი დაკავებული ჰყავდათ მის მიმართ ფსიქოტროპულ საშუალებებს იყენებდნენ".