ლაგოდეხში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ, სახლში დაბრუნდა.
მოზარდი სახლიდან წასვლის შემდეგ, თბილისში იმყოფებოდა. მან ოჯახის წევრებს განუმარტა, რომ გზა აერია და სახლში დაბრუნებას ამ მიზეზით ვერ ახერხებდა.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, არასრულწლოვანი სოფელ თამარიანში ცხოვრობს. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახმა მიაწოდა, რის შემდეგაც ფაქტზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.
ოჯახის ინფორმაციით, ეს მოზარდის დაკარგვის პირველი შემთხვევა არ არის.