საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს პატრიოტიზმი ვაქცინაციაზე გადის.
"საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე, ისე როგორც არაერთხელ ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა, ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს, ვაქცინაციის მოწინააღმდეგებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია და არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, სიცოცხლისუნარიანობას, მის მომავალს. ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.