3 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 22 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.330 პროცენტით, მაქსიმალური 9.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.385 პროცენტით განისაზღვრა.