დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებულ, თუ კონკრეტულად ვისთან და რა საკითხებზე გაიმართება შეხვედრა. მოსალოდნელია, რომ შეხვედრის ერთ-ერთი თემა "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება იქნება.
რამდენიმე დღის წინ, 19 აპრილის შეთანხმების გაუქმებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საფრანგეთში არაფორმალური შეხვედრა გამართულ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.
28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.