საქართველოში 31 წლის ავსტრალიის მოქალაქე შანა ბრუკს ეძებენ. ის საქართველშო ინგლისურის პედაგოგად მუშაობდა.
შანაი ბრუკის გაუჩინარების შესახებ თავდაპირველად მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია.
არსებული ინფორმაციით, ბრუკი ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მან WhatsApp-ის საშუალებით მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა. შანა ბრუკი ამბობდა, რომ თავს დაესხნენ და დახმარებას ითხოვდა.
მეგობრები იუწყებიან,რომ პოლიციამ მისი ტელეფონი მთაწმინდის ტერიტორიაზე, სოლოლაკის ქედის სიახლოვეს იპოვა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.