„თამამად შემიძლია გითხრათ ის, რაც პრინციპში, უკვე ვთქვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, არავითარი ფორმით", აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა.
"რომც ავიღოთ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 99 პროცენტი რომ ავიღოთ, არც მაშინ დაინიშნება. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დაინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში, ყევალფრისგან დამოუკიდებლად, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.