ბერლინელი მუსიკოსის, DJ Phase Fatale-ის თქმით, ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.
თავდასხმის შესახებ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა და დაზიანებების ფოტო გამოაქვეყნა.
ბერლინელი მუსიკოსი ბათუმში მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში იმყოფებოდა და კლუბ Sphere-ში უნდა დაეკრა. როგორც მუსიკოსი ჰყვება, ერთ-ერთი თავდამსხმელი იმ კლუბის დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო, სადაც მას უნდა დაეკრა.
თავდასხმის შესახებ დამატებით დეტალებს მუსიკოსის ქართველი მეგობარი ავრცელებს:
"დღეს ბათუმში, Sphere ვმუშაობდი ბარში.
ერთ ადამიანს დავუსხი თავისი შეკვეთა და ფული არ გადაიხადა. შესაბამისად სასმელი არ მივეცი, რის გამოც მომაყენა უკიდურესი სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალიან ავნერვიულდი. მივედი დაცვის თანამშრომლებთან და ვუთხარი რა მოხდა, რომ ამ ადამიანს უნდა დაეტოვებინა ტერიტორია.
15 წუთის განმავლობაში ეს ადამიანი რომელიც დაცვების ნაცნობი აღმოჩნდა დაცვებთან საუბრობდა. სიგარეტს ეწეოდნენ, საუბრობდნენ ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა.
მივმართე ,,სფეროს,, ორგანიზატორებს,, ყველას ვინც იქ იყო და ვინც ვნახე, თუმცა არანაირი რეაგირება. 20 წუთის შემდეგ ,, სფეროს,, ტერიტორია დავტოვეთ, რადგან საშიში იყო იქ გაჩერება, ამ ადამიანს არავინ დაატოვებინა ტერიტორია. დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით ეს ადამიანი უკნიდან მოგვეპარა სირბილით და ძირს დააგდო ჩემი მეგობარი.
ვიჩხუბეთ. ეს ადამიანი გაიქცა და 3 წუთში დაბრუნდა ორ ადამიანთან ერთად. ვცადეთ თავი შეგვეფარებინა უახლოესრესტორანში, თუმცა რესტორანის მენეჯერმა გარეთ გამოგვიშვა.
ეს ყველაფერი არის პასუხისმგებლობა კლუბის შემქმნელების,თანამშრობლების, დაცვის რასაც არ ასრულებენ. არათუ სტუმრების არამედ თავიანთი სტაფის წევრის უფლებას ვერ იცავენ. იმასაც ვერ იაზრებენ რომ ეს მათი ღირსების შელახვაა. ამ სივრცეში შესვლა არის საშიში!", - წერს ლაშა გაბუნია სოციალურ ქსელში.