2021 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.1 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 8.9 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2021 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების კლება დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.3 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები გაიზარდა კერძო სახლების სეგმენტში (2.2 პროცენტი). 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლებზე 17.9 პროცენტით, ხოლო ბინებზე 7.5 პროცენტით. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ჯამური RPPI-ის და მისი ქვეინდექსების, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარებითი დინამიკა.