საქართველოს მთავრობამ უფლება არ უნდა მისცეს რუსეთს, ჩაერიოს ანაკლიის მსგავსი პროექტები განხორციელებაში - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალმა, ბენ ჰოჯესმა "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კრემლი ძირს უთხრის ისეთ პროცესებს როგორიცაა ანაკლიის პორტი რადგან არ უნდა საქართველო გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი წერტილი.
"რუსეთი არაფორმალურ ვეტოს იყენებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რომ ისინი დასავლეთისთვის მიუღებელი გახდნენ. როცა ეს ქვეყნები სტრატეგიულ სარგებელს ნახავენ საქართველოსგან მეტად გაამახვილებენ რუსეთის აგრესიაზე ყურადღებას და გააძლიერებენ წნეხს კრემლზე.
ვფიქრობ გაწევრიანება მაპის გარეშეც შესაძლებელია. მაშინ როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, არ მგონია რომ მათ ახლა ესკალაციის ინტერესი ჰქონდეთ იმიტომ რომ მათ ისედაც მიიღეს რაც სურდათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები. კრემლი ძირს უთხრის ისეთ პროცესებს როგორიცაა ანაკლიის პორტი რადგან არ უნდა საქართველო გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი წერტილი. ამის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საქართველოს მთავრობამ და არ მისცენ უფლება რუსეთს ჩაერიოს ანაკლიის მსგავსი პროექტების განხორციელებაში,"- აცხადებს ბენ ჰოჯესი.