64 წლის ჩოხატაურელი მასწავლებელი, რომელსაც ყოფილი მოსწავლე ბრალს სექსუალური სახის ქმედებაში სდებს, დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგმა, სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში ყოფილი მოსწავლის, 18 წლის გოგონას მიმართ სექსუალური სახის დანაშაული ჩაიდინა.
მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირთ სკოლასა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში. აღნიშნულთან დაკავშირებით არ საუბრობენ და კამერასთან არ ჩნდებიან დაკავებულის ოჯახის წევრებიც.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აწარმოებს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებაა.