მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ადამიანი დაისაჯოს, ვინც იქ იყო - ორგანიზატორი, მოუწოდებდა, თუ ფიზიკურად უსწორდებოდა ჟურნალისტებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში, 5 ივლისის თემაზე საუბრისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, რომ მომავალში მსგავსი რამ არავინ გაბედოს.
„გეთანხმებით. ძალიან მძიმე იყო ჩემთვისაც, მიუღებელია და ვგმობ, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ვსაუბრობ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ადამიანი დაისაჯოს, ვინც იქ ორგანიზატორი იყო, მოუწოდებდა , თუ ფიზიკურად უსწორდებოდა ჟურნალისტებს. ეს არის ყოვლად მიუღებელი. ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დაისაჯონ, რომ სხვამ აღარ გაბედოს, არც კი გაიფიქროს. სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, რომ ხვალ და ზეგ იგივე არ მოხდეს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.