ფამილ ალიევს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას და მასთან ერთად მყოფ პირებს ჰეროინი მიჰყიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა გასაღებას ედავებიან.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ალიევს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 12 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.