5-6 ივლისს თბილისში განხორციელებულ თავდასხმებსა და ძალადობას ეხმიანება შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
"ამერიკის ხმასთან" გაკეთებულ წერილობით კომენტარში კინზინგერი გმობს მომხდარ ძალადობას.
"კონგრესმენი ძალადობით აღშფოთებულია, რომელიც ახლა სიკვდილით დასრულდა, და ისმოუწოდებს ყველა მხარეს შეინარჩუნოს სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ მათდანაშაულებზე. ის იმედოვნებს სასამართლო იქნება დამოუკიდებელი", - აღნიშნავს კონგრესმენის ოფისი მედიისთვის გაგზავნილ წერილში.
თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება სენატორი ჯიმ რიშიც, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი.