შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და გმობს ძალადობას.
“სათართველოში ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები დასაგმობია. ვლოცულობ ლაშქარავას და მისი ოჯახისთვის - ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე, უნდა მიეცენ პასუხისგებაში. კანონის უზენაესობა ეხმარება მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს", - წერს რიში სოციალურ ქსელში.
სენატორი რიში "ამერიკის ხმასთან" გაკეთებულ კომენტარშიც ეხმიანება ამ მოვლენებს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უკეთ უნდა დაიცვას თავისუფალი შეკრებისა და სიტყვის გამოხატვის უფლებები.
“საქართველოს მთავრობამ უკეთ უნდა დაიცავს კონსტიტუციური უფლებები თავისუფალი შეკრების და თავისუფალი სიტყვის და უზრუნველყოა მოქაალქეები არიან უსაფრთხოდ, როცაამით სარგებლობენ. თანაბრად, ხალხი ვინც ხელს უშლის ამ უფლებით სარგებლობას კანონისსრული ძალით უნდა დაისაჯოს. ეს საქართველოსთვის პოლიტიკურად რთული დროა, დაძალადობა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ყველა და ნებისმიერი ძალადობა უნდა შეწყდეს”, - აღნიშნავს სენატორი.