ყველა ჩემს სიტყვას ავხსნი, როცა ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა,მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგების დროს გამაცხადა.
მისი თქნით, ბევრს ჰგონია, რომ სანთლის დანთება არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა
"მე ჩემს წინა ქადაგებაში, ყველა ჩემს სიტყვას ახსნას გავუკეთებ. რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით.
როგორც დღეს სახარებაში თქვენ მოისმინეთ, რომ თქვენ თუ შეურაცხგყოფენ, მოციქულებს ეუბნება, ისინი მე შეურაცხმყოფენო. მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი.
ბევრს ჰგონია, რომ სანთელით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის ფარისევლობა. ზუსტად უნდა დავრქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ფარისევლობა არის ეს, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ," - მიტროპოლიტმა იობმა.