რადიკალური დაჯგუფებები "სირცხვილიას" ოფისთან მივიდნენ და ოფისის დარბევას გეგმავდნენ, თუმცა უშუალოდ ოფისში შესვლა ვერ მოახერხეს.
ადგილზე იმყოფებოდა ტვ პირველის გადამღები ჯგუფი. სასტიკადაა ნაცემი ოპერატორი, დამტვრეულია აპარატურა. მას თავდასხმის დროს ლაივი გაეთიშა. მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ახლა ოფისთან გარეთ ასობით ადამიანია შეკრებილი. მათ შენობის მინები ჩაამსხვრიეს.