"თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი დახურული კინოჩვენების ჩაშლას ცდილობენ. კინოჩვენებაზე მისულ სტუმრებს კვერცხები და ბოთლები ესროლეს.
სტუმრებს შორის იყვნენ ელჩები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რადიკალური დაჯგუფებები აგრესიულები მედიის მიმართაც. ისინი ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ჟურნალისტებს და ფიზიკურ ძალადობასაც არ ერიდებიან.
პოლიციამ ადმინისტრაციული წესით რადიკალური დაჯგუფებების 11 წარმომადგენელი დააკავა.