პოლიციამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე, რადიკალური ჯგუფის რამდენიმე აქტივისტი დააკავა. ძალადობრივი ჯგუფის წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას და ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობენ.
ძალადობრივი ჯგუფის წევრებისგან პოლიციამ გზის სავალი ნაწილი გახსნა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დღეს კინოჩვენება და დისკუსია უნდა გაიმართოს, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სხვადასხვა პოლიტიკოსი დაესწრებიან.
ადგილზე დიპლომატებმა მისვლა უკვე დაიწყეს.