სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
„აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა 6 000-ლარიანი გირაოთი. შესაბამისად, დღეს გოგი გათავისუფლდა და ჩაირიცხება გირაოს თანხაც“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.