ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის მიწვევით რუსეთის სახალხო ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
კოკოითი ჯერ კრემლის ნიკოლის კოშკზე წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატის კურთხევას დაესწრო. შემდეგ კი დაესწრო გამოფენას, სახელწოდებით "მართლმადიდებელი რუსეთი".
ოს სეპარატისტთა ლიდერთან ერთად ღონისძიებებს ე.წ . სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევიც დაესწრო.