დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის წინასწარი მონაცემებით, 3.2 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისის დროით 21:16 საათზე მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, 12 კმ-ში, სოფელ საღამოსთან იყო.