მაშველებმა შაორის ტბაში 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და მშობლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო არასრუწლოვანის დედაც.
ტბაში სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი ფოტოს გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.