დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ინფორმაციას ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებებით, ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი ლიანა ნებაძე გარდაიცვალა.
ლია ნებაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნის დღიდან 2016 წლამდე მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იმუნიზაციის განყოფილებაში ცივ ჯაჭვზე პასუხისმგებელ პირად, ხოლო 2012 წლიდან მუშაობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში.