ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა პანსიონში მხოლოდ 19 თანამშრომელი დატოვა.
"ჩვენთან ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო. 19 აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე და მერე შევხედავთ... ვისაც წასვლა უნდა, არავის ვაჩერებთ, ველოდებით, როდის გადაიყვანენ და ვინც დარჩება, სრულად რომ ჰქონდეს მომსახურება, არაფერი მოაკლდეთ, იმიტომ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ", - განაცხადა მეუფე იაკობმა. როგორც ის ამბობს, პანსიონში აქამდე 40-ზე მეტი თანამშრომელი იყო. .
ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე რჩება 23 ბავშვი, სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება. პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.