პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებს. სხლათელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონის პანსიონის ხელმძღვანელი აღარ იქნება.
"პატრიარქის გადაწყვეტილებით, პანსიონის დირექტორი იყო მეუფე სპირიდონი, ახლა ვარ მე", - ეპისკოპოსის ამ კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.
პატრიარქის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონის დირექტორის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა და გაწეული შრომისთვის მადლობა გამოეცხადა.
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც პანსიონში ცოტა ხნის წინ საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ.