ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში მეოთხე ტალღა აუცილებლად იქნება, თუმცა წინა ტალღებისგან განსხვავებით, ნაკლებად დამაზიანებელი იქნება. ამის შესახებ მან "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.
ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მატება აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება.
"მეოთხე ტალღა შემთხვევების მატების იქნება აუცილებლად. ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი ამბობს, რომ საქართველოში შემთხვევების რაოდენობის მატება აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება, მაგრამ რადგანაც იმუნური ფენა დიდია უკვე საქართველოში, ბუნებრივადაც ბევრმა ადამიანმა გადაიტანა ეს ინფექცია, მეტ-ნაკლებად პირბადის ტარების კულტურა არსებობს, შენობების შიგნით მაინც, ვაქცინაციას გავლენა აქვს და კიდევ მეტად ექნება შემოდგომამდე, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი დამაზიანებელი", - განაცხადა კულუმბეგობმა.