ივნისში ქვეყანა "ასტრაზენეკას" დამატებით დოზებს მიიღებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, დანარჩენი ვაქცინების მოწოდების ვადებსა და დოზებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ არის.
"ივნისში ჩვენ ველოდებით "ასტრაზენეკას" დამატებით დოზებს, დაახლოებით 43 000 დოზა გვაქვს კიდევ „კოვაქსის“ პლატფორმიდან მისაღები, რაც ივნისში უნდა მივიღოთ.
რაც შეეხება დანარჩენი ვაქცინების მოწოდების ვადებსა და დოზებს, როგორც კი გვექნება კონკრეტული ინფორმაცია, ამას გაგიზიარებთ და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.