ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასე დარჩება, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
მისი განმარტებით, რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომელიც 45 წელს ზემოთ ასაკში გამოყენებისთვის არის რეკომენდებული, აღნიშნული ასაკობრივი ზღვარი შენარჩუნდება.
„მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ეს იქნება „ფაიზერი“, „ნოვოვაქსი“ თუ სხვა ნებისმიერი ვაქცინა, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება. ამ შემთხვევაში შეზღუდვა შეეხება „ასტრაზენეკას“, რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებული, რაც ჯერჯერობით ასე დარჩება, თუ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.