საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები 21:51 საათზე დაფიქსირდა.
ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად დმანისისა და სოფელ სამების მიმდებარედ იყო, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც წინა ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.
ბოლო მიწისძვრის სიძლიერემ სამი მაგნიტუდა შეადგინა.
ცოტა ხნით ადრე, 3.1 და 3 მაგნიტუდის ბიძგები რამდენიმე წუთის შუალედით, 20:04 და 20:15 საათზე, ქალაქ ნინოწმინდისა და სოფელ სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, დაფიქსირდა.